ისრაელში გადაწყვიტეს, რომ დღეს, კატარში „ჰამასთან“ მოლაპარაკებებისთვის დელეგაციას გააგზავნიან.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ამას დათანხმდნენ იმის მიუხედავად, რომ „ჰამასი“ მედიატორების – კატარის, აშშ-სა და ეგვიპტეს მიერ შექმნილ გეგმაში მათთვის „მიუღებელი“ ცვლილებების შეტანა სურს.
პარასკევს „ჰამასში“ განაცხადეს, რომ დადებითი პასუხი აქვთ ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის გეგმასთან დაკავშირებით და მოლაპარაკებებისთვის მზად არიან, თუმცა პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა დასძინეს, რომ მუდმივი ზავის შესახებ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებების არგანახლების გარანტიების მიღება სურთ.
ამ დროისთვის ღაზაში 7 ოქტომბერს გატაცებული 50 მძევალი რჩება, სავარაუდოდ 20 მათგანი ჯერ კიდევ ცოცხალია.
კომენტარები