საფრანგეთის პრეზიდენტი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ელისეს სასახლეში შეხვედრისას ემანუელ მაკრონმა ვანგ ის სთხოვა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისთვის საუკეთესო სურვილები გადაეცა.
საფრანგეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ პარიზსა და პეკინს ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე აქვთ საერთო პოზიცია, მათ შორის, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვაზე. მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ შესაბამის დროს ჩინეთს ეწვევა.
თავის მხრივ, ვანგ იმ განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, საფრანგეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა გააძლიეროს. მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და ირანის საკითხები.
კომენტარები