რუსეთი შესაძლოა ესტონეთს დაესხას თავს, – განუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა New York Times-ს.
მარკ რუტეს თქმით, მოსკოვი ამჟამად ესტონეთზე თავდასხმას არ აპირებს, რადგანაც იცის, რომ ნატოს რეაქცია გამანადგურებელი იქნება, თუმცა შესაძლოა ეს 5-7 წელიწადში გააკეთოს.
რუტემ ამ თემაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტმა ესტონეთში ჩატარებული სამხედრო წვრთნების შესახებ დაუსვეს კითხვა, რომლებიც რუსეთის პოტენციურ შეჭრის სიმულაციას წარმოადგენდა.
„ჩვენ უკვე გვაქვს ყველა საჭირო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ესტონეთს თავს დაესხმებიან და რუსებმა ეს იციან. ჩვენი პასუხი გამანადგურებელი იქნება“, – განაცხადა რუტემ.
კომენტარები