,,კეზერაშვილი არის ამ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ჯიბე. ერთის მხრივ, ცდილობენ ფინანსების მოზიდვას (როგორც ჩანს, შემოაკლდათ) და მეორე მხრივ, ცდილობენ სცენარის გავლას – რა, როგორ, ვის რა შეუძლია, ვის რა ფინანსური მოლოდინი უნდა ჰქონდეს ამ ადამიანისგან”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლონდონში დავით კეზერაშვილთან გაემგზავრა.
მისივე თქმით, შეხვედრის მიზანი, სავარაუდოდ, საბოლოო სცენარზე შეთანხმებაა.
„ვინაიდან არის მთავარი პოლიტიკური ყულაბა, მასთან აპირებენ როგორც ჩანს საბოლოო სცენარზე შეჯერებას და უახლოეს მომავალში ალბათ უნდა ველოდოთ ახალ გეგმებს ნაციონალური მოძრაობის ამ კონკრეტული ფრთისგან“, – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, „ქრონიკის“ ინფორმაციით, კეზერაშვილთან უკვე გაემგზავრნენ პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე.