თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მთავრობის მეთაური პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა და თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მედიკოსებისგან მიიღო.„თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი. მე ვერ გეტყვით დეტალებს, მაგრამ ინფორმაცია მივიღეთ ექიმებისგან, დინამიკა არის დადებითი, რაც ძალიან გვიხარია. მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი“, – განაცხადა პრემიერმა
კომენტარები