გვიხარია, რომ თორნიკე რიჟვაძის გამოჯანმრთელება კარგი მიმართულებით ვითარდება, – განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა.
„თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი. რა თქმა უნდა, მე ვერ გეტყვით დეტალებს, მაგრამ ბუნებრივია, ინფორმაცია მივიღეთ ექიმებისგან, დინამიკა არის დადებითი და ეს ძალიან გვიხარია. მადლობა ღმერთს, მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
კომენტარები