ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნა – ირაკლი კობახიძის შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
საბჭოს მიზანს აზერბაიჯანისა და თურქეთის სახელმწიფოებთან ერთად რკინიგზის პროექტის განვითარების კოორდინაცია და საქართველოს მხრიდან ხელშეწყობა წარმოადგენს. ამავე საბჭოს წევრია საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, მარიამ ქვრივიშვილის მოადგილე გურამ გურამიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.
კომენტარები