ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღის ევროპელების დაფინანსებით გაგზავნის შესახებ, სასიამოვნო ამბავი იყო.
სენატორის აზრით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ტრამპის ულტიმატუმი, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები 50 დღეში არ დასრულდება, 100%-იანი ტარიფები დაუწესდება ქვეყნებს, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობენ და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საომარ მანქანას უჭერენ მხარს.
„თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, რომ აიათოლას დაურეკონ“ – წერს სენატორი.
კომენტარები