შს სამინისტროში თორდია-ფარცხალაძის საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიხეილ ჩოხელი და ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრები გამოიკითხნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, თორდია-ფარცხალაძის საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში გამოკითხულია არაერთი პირი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 12 მაისს თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.
თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
კომენტარები
