ჟურნალისტი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევრო-ბიუროკრატთა პოზიციას ეხმიანება და აღნიშნავს „ევროპარლამენტი ამბობს რომ საქართველოს, 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” ხმა მისცა – „ხალხი არ არის” და ის დგას მხოლოდ ხალხის იმ ნაწილთან, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს.
მისი თქმით, ევროპარლამენტი ასევე ამბობს, რომ 2028 წლამდე ევროკავშირი გაფართოებას არ აპირებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნის, გერმანიის პრემიერ-მინისტრი მერცის თქმით, სათუოა უკრაინის მიღება ევროკავშირში 2034 წლამდე.
„საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი მანამ, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს ვერ შეცვლის.
ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის გვერდით, არ აღიარებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას და აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული გზა შეჩერებულია, სანამ არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები”.
ევროპარლამენტი ამბობს, რომ საქართველოს 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” ხმა მისცა -„ხალხი არ არის” და ის დგას მხოლოდ ხალხის იმ ნაწილთან, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს ევროპარლამენტი ასევე, ამბობს, რომ 2028 წლამდე ევროკავშირი გაფართოებას არ აპირებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნის, გერმანიის პრემიერ-მინისტრი მერცის თქმით, სათუოა უკრაინის მიღება ევროკავშირში 2034 წლამდე.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ეუთო/ოდირმა სცნო, რასაც თქვენ არ აღიარებთ, 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა -19 ივლისია და რა გინდათ, შარზე ხართ?
და სანამ ნაცები არ მობრუნდებიან, მანამდე არც ერთ ხელისუფლებას არ სცნობთ, ჰო?
ასე გააგრძელეთ, შანტაჟისტებო.
არავის გადაუ***ნოთ – ეს საქართველოა!!!“ – წერს გეგეჭკორი.