ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლის ქალი გარდაიცვალა.
ცხედარი ამ დროისათვის პროზექტურაშია გადასვენებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები
