აღსრულების ეროვნული ბიუროს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, სოფიკო ლოქაბიძემ „დღის ქრონიკაში“ დღეს, თვალჭრელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, აღსრულების ეროვნული ბიუროს აქტიური ჩართულობით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მოლაპარაკების პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
„ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისამართზე მუდმივად მცხოვრები ოჯახების უდიდესი ნაწილი თანახმაა მიიღოსა ის შეთავაზება, რაც მათ მიმართ ამ პერიოდის განმავლობაში იყო გაკეთებული. ეს ეხება როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე კრედიტორის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას მათი საცხოვრისით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
თუმცა, კვლავ არის რამდენიმე ოჯახი, რომელთანაც ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი და იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაშიც ორივე მხარე მიიღებს ორივე მათგანისთვის კარგ გადაწყვეტილებას და საკითხი იმგვარად გადაწყდება, რომ პროცესში დამატებით დაძაბულობის შემოტანა აღარ მოხდებ.“, – აღნიშნა სოფიკო ლოქაბიძემ.