„200 ათასი დოლარის გადახდაზე ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას იუმორისტულად თუ შევხედავთ“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
„ამას იუმორისტულად თუ შევხედავთ. მე მასთან ურთიერთობა არ მაქვს და შეგიძლიათ, ჰკითხოთ, რა ტიპის ინფორმაცია სჭირდება 200 ათას დოლარად, რომ ვიშოვო. იქნებ ამ საქმეში მეც გამოვადგე. ამას სერიოზულად ვერ შევხედავთ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „მივმართავ ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ვინც არ მიიღებთ მონაწილეობას დარბევაში, 200 ათას დოლარს მიიღებთ, სხვა თანამშრომლებსაც, ვინც სისტემას ამხელს, უნდა მივცეთ ეს თანხა“.
კომენტარები