იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „დიფ სთეითის“ ხელწერაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, სწორედ „დიფ სთეითის“ დავალებაა ის, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აკეთებს.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ასპარეზზე გამოიყვანა კობა ხაბაზი, რომელსაც დაავალეს, რომ ეთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის „ყველა ნაბიჯი რუსულია“.
როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველას, ვინც მათ იდეოლოგიას არ იზიარებს, პრორუსად აცხადებენ.
„ვხედავთ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ შავ დღეშია და ისეთი ადამიანებიც კი გამოიყვანეს ფლანგზე, როგორიც ბრძოლაში გამოცდილი კობა ხაბაზია. ეს ბრძოლა არის საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა. ალაპარაკეს ის, რაც ალაპარაკეს ნებისმიერ მოლაპარაკე თავს. აძახებინეს რუსული და აძახებინებენ მომავალშიც. ეს არის „დიფ სთეითის“, გებელსისეული და ბოლშევიკური პროპაგანდის მაგალითი, რომლის მსხვერპლი სამწუხაროდ არა მხოლოდ საქართველო, არამედ ისეთი ძლიერი ქვეყნებიც კი არის, როგორიც არის საფრანგეთი, გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები. ის, რომ ადამიანები, რომლებიც არ მოსწონს და მის ინტერესებს არ ატარებენ, მათ უნდა ეწოდოს რუსული და შემდეგ ამ ადამიანებმა კეთილი ინებონ და თავი იმართლონ. სამწუხაროდ ამას აკეთებენ ყველა ქვეყანაში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.