ოპოზიციის ნაწილშიც ხაბეიშვილი არ მიიჩნევა ისეთ ადამიანად, ვისაც შეიძლება რაიმე საქმე ჩააბარო და ანდონ და სწორედ ამიტომ მსგავსი ტიპის ახალ-ახალი იდეებით ცდილობენ ეს ადამიანები საკუთარი თავის წარმოჩენას, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე საუბრისას.
„ზუსტად ვერ გეტყვით, ვის და რას გულისხმობს ლევან ხაბეიშვილი, მაგრამ განცდა მრჩება, რომ „ქურდს კუდი ეწვისო“, როგორც ჩანს, არის ცალკეული საკითხები, რომლის ნაწილზეც პრემიერიც საუბრობდა, რისი გასაჯაროებაც მას არ სურს და სწორედ მსგავსი ტიპის ჩართულობით, ახალი იდეებით და ინიციატივებით ცდილობს ამ თემების გადაფარვას და საკუთარი როლის წარმოაჩენს“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ლევან ხაბეიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილს მოლაპარაკებას სთავაზობს. ახსენებს ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს და ეუბნება, რომ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც კობახიძე – მდინარაძის მიღმა მათ დაელაპარაკება. ვის გულისხმობს ამ საკითხთან დაკავშირებით მას განმარტება არ გაუკეთებია.