“ციანიდის საქმეზე” ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, მალხაზ მამალაძე “შაბათის კურიერთან” აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ საქმეში ინტიმური დეტალებზე საუბარი მხოლოდ დეკანოზზე ზეწოლას ემსახურება.
მისი თქმით, გამოძიება მამა გიორგი მამალაძისგან, თანამზრახველებად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის და საქართველოს კათოლიოს-პატრიარქის, ილია მეორეს, პირადი დაცვის ყოფილი ხელმძღვანელის სოსო ოხანაშვილის დასახელებას ითხოვდა.
“ეგონათ, რომ მაგითაც შეაშინებდნენ და გატეხდნენ და ა.შ. მაგრამ მამაოს არაფრის არ ეშინია. მამაო არის მომხრე, იყოს ღია სასამართლო. იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი ყველა ის მტკიცებულება, რაც კი არსებობს. მაგიტომ არის პირდაპირი შანტაჟი, რომ ვითომდა ის დაჯგუფება და მარტო არ მოქმედებდა
როგორ უნდა დაასახელოს, როცა არ არსებობს არაფერი. უდანაშულო ადამიანმა როგორ უნდა აღიაროს ან ვინმეს რატომ, როგორ დაადებს ხელს, როცა თვითონ უდანაშაულო ზის ახლა და უდანაშაულო ადამიანებს დაადოს ხელი?!
ჟურნალისტის კითხვაზე, ვის წინააღმდეგ თხოვდნენ ჩვენების მიცემას? მამალაძის ძმა აცხადებს:
სოსოს და მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ. ვითომდა ერთად მოქმედებდნენ. უფრო რაღაცაზე მიდის ბრძოლა, ვიდრე რაღაც საქმეზე. ალბათ, ბრძოლა პატრიარქობაზე მიდის.
