თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია, – ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იტყობინება. ანკარამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცოტა ხნის წინ ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 1915-16 წლებში განვითარებულ მოვლენებს სომეხთა გენოციდად აფასებს. როგორც გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, დეპუტატებმა რეზოლუცია თურქეთის მხრიდან ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად მიიღეს.
კომენტარები