თბილისის საქალაქო სასამართლო დედის მკვლელობაში ბრალდებულის ანა მურადელის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს, 15:00 იმსჯელებს.
პროკურატურამ დედის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს რამდენიმე წუთის წინ მიმართა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით კი, საგამოძიებო უწყება ბრალდებულისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 20 მაისს, ღამის საათებში ისნის რაიონში, საკუთარ სახლში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბალერინამ ანა მურადელმა, დედას თავში ვაზა ჩაარტყა, რის შედეგადაც შუახნის ქალბატონი გარდაიცვალა. მარინე მინდორაშვილი ასოცირებული პროფესორი იყო. იგი თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ლექციებს კითხულობდა.
შს სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღძრა.
სასამართლო დედის მკვლელობაში ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს
22.05.2017 14:49:51
ნანახია: 1223 ჯერ
