რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქი ლოზოვაია დაბომბა. ინფორმაციას ქალაქის ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
„ლოზოვაიამ ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური შეტევა გადაიტანა. დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მრავალსართულიანი სახლები, კერძო სექტორი. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები, მათ შორის, ორი ბავშვი“, – დაწერა მან.
ზელენსკის თქმით, ადგილზე მუშაობენ მაშველები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად ქალაქში წყალმომარაგებას პრობლემები შეექმნა. შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია.
კომენტარები