უკრაინის ხუთმა მოქალაქემ, რომლებიც რამდენიმე კვირაა, საქართველოს ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე იმყოფებიან, უვადო შიმშილობა გამოაცხადეს.
როგორც Imedinews-ს შსს-ში განუცხადეს მათ ქართულ მხარესთან არანაირი მოთხოვნა არ აქვთ.
„მათ ქართულ მხარესთან კონკრეტული მოთხოვნა არ აქვთ და მათი მიზანია, რომ წითელი ჯვრის ხელშეწყობით და უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ დროულად“,- განაცხადეს შსს-ში
კომენტარები