აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენლი სტივ უიტკოფი მოსკოვშია. ინფორმაციას ТАСС-ი ავრცელებს. მათი ცნობით, „ვნუკოვოს“ აეროპორტში უიტკოფს რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დახვდა.
უიტკოფმა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები ტრამპის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე დარჩენილ 2 დღეში უნდა ჩაატაროს. მანამდე კი ტრამპმა განაცხადა, რომ უიტკოფი რუსეთში „შეხვედრაზე დაპატიჟეს“.
ულტიმატუმის ვადა, რომელიც ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისთვის დაუწესა, 8 აგვისტოს იწურება. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შემდეგ ვაშინგტონი მოსკოვის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებს დააწესებს.
კომენტარები