შინაგან საქმეთა მინისტრი, გელა გელაძე სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ დანაყოფებს და სტრატეგიული მილსადენების დეპარტამენტს ეწვია.
როგორც შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრმა სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს ინფრასტრუქტურა, სამუშაო სივრცეები, დანაყოფისთვის განკუთვნილი ავტოპარკი და სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერა.
„გელა გელაძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსთან, დავით თამაზაშვილთან ერთად, ასევე, დაესწრო ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ სწავლებას და ბაზაზე არსებული კინოლოგიური სამმართველო მოინახულა.
მინისტრმა სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირებისგან დანაყოფების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოისმინა და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
გელა გელაძე ასევე, იმყოფებოდა სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტში, სადაც ადგილზე გაეცნო დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკას.
თანამშრომლებთან შეხვედრისას მან ყურადღება გაამახვილა უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებსა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრი საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურსაც ეწვია, სადაც ისაუბრა დანაყოფის მნიშვნელობასა და არსებული შესაძლებლობების გაძლიერების სამომავლო პერსპექტივებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში, გეკა გელაძესთან ერთად მინისტრის მოადგილეები – მარიამ ტაბატაძე და გიორგი ბუთხუზი იმყოფებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.