აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გეგმავს, მომავალ კვირას პირადად შეხვდეს ვლადიმირ პუტინს, რის შემდეგაც აპირებს, გამართოს შეხვედრა პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ტრამპმა თავისი გეგმები ოთხშაბათს ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას გაამჟღავნა.
შეხვედრებში მონაწილეობას მხოლოდ სამი ლიდერი მიიღებს და ამ შეხვედრებში არ იქნება ჩართული არცერთი ევროპელი ლიდერი.
კომენტარები