აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ მის მიერ დაწესებული სავაჭრო გადასახადები ძალაში შევიდა.
“უკვე შუაღამეა!!! მილიარდობით დოლარის ტარიფები ამერიკის შეერთებულ შტატებში მიედინება!”,– დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ახალი ტარიფები შეეხო დაახლოებით 69 ქვეყანას, სადაც ტარიფები მერყეობს 10%‑დან 41%‑მდე, ხოლო ზოგი ქვეყნისთვის ეს 50%-ია.
როგორც მედია აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ეკონომიკა დროებით მდგრადია, ინფლაციის ნიშნები და არასტაბილურობა ბაზარზე რისკის ქვეშ დგას.
კომენტარები