აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სავარაუდოდ ორშაბათს გაიმართება. ამის შესახებ „ფოქს ნიუსს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა.
როგორც წყარო აღნიშნავს, შეხვედრა შესაძლოა, რომში გაიმართოს. თუმცა, „ფოქს ნიუსი“ წერს, რომ სამიტი შესაძლოა, საბოლოოდ ჩაიშალოს, რადგან უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს განუცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში არცერთ ტერიტორიას არ დათმობს და ამის გაკეთება მხოლოდ უკრაინის პარლამენტს შეუძლია.
ცნობისთვის, იმ შემთხვევაში თუ ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა შედგება, ეს იქნება პირველი შეხვედრა ლიდერებს შორის, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა.
კომენტარები