სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა.
სომხეთის პრემიერის ოფისის ცნობით, მხარეებმა განიხილეს სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებისა და სამომავლო ნაბიჯების საკითხები.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს დღეს თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის გაიმართება, და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზე.
კომენტარები