კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში „ჯარის ბანაკის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ მიიღეს.
ლევან ღირსიაშვილმა სიტყვით მიმართვისას ბანაკის ორგანიზებაში ჩართულ ყველა მხარეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მოსწავლეებში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კუთხით „ჯარის ბანაკის“ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ.
კომენტარები