ნინო შუბლაძე ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს. ის ტელევიზიაში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს.
,,3 წლიანი პაუზის შემდეგ, დადგა დრო დავუბრუნდე ჩემს პროფესიას და ტელევიზიას 🙂 მალე შევუერთდები TVპირველის არაჩვეულებრივ გუნდს და ჩემს კოლეგებს, რომლებთან ერთადაც მჯერა, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ! დიდი მადლობა ჩემს გუნდს ჯანდაცვაში და ჩემს უშუალო ხელმძღვანელს, მინისტრ დავით სერგეენკოს. წარმატებები მას! ვუსურვებ ამ უწყებას ძალიან იშვიათად დაემსახურებინოს ჟურნალისტების კრიტიკა! ჩემთვის კი, ნამდვილად საინტერესო გამოცდილება იყო ეს 2 წელი და ახლა დროა დავუბრუნდე „დიდ ავიაციას“ 🙂 მადლობა, თქვენ ყველას, ჩემო მეგობრებო, გულშემატკივრობისთვის!“ – წერს შუბლაძე.
კომენტარები