მათ მომილოცეს და აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული. პატივისცემა, ეროვნული ინტერესი, ღირებულებები და მშვიდობის პოლიტიკა ჩვენ საერთო გვაქვს, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს თურქეთში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეჯამებისას.
„საკმაოდ ძლიერი ლიდერია ბატონი ერდოღანი და თავისი ქვეყნის, თავისი ეროვნული ინტერესების დამცველი, სწორედ ამაში ვართ ჩვენ სოლიდარულები. ასევე ხაზი გაესვა ოჯახურ ღირებულებებსაც. პოლიტიკური უმაღლესი ხელისუფლების ასეთი სანდო ურთიერთობები როცა არის, რა თქმა უნდა, ეს შემდეგ ყველა სფეროზე აისახება.
ჩვენ შევეხეთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ საკითხებს და განვიხილეთ სხვადასხვა ინიციატივებიც. თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები მაღალ დონეზეა, ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განგრძობადი იყოს“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დღეს დასრულდა.