„მე ადვოკატი არ მჭირდება, მე შემდეგ პროცესზე ღმერთს მოვიყვან, რომელიც დამიცავს“, – ამის შესახებ ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულმა ბექა შენგელიამ საკუთარ ადვოკატს ლალი ბიწაშვილს განუცხადა.
მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის ყოფილმა ადვოკატმა ლალი ბიწაშვილმა განაცხადა, რომ დღეს ბექა შენგელიამ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთა.
მისივე თქმით, ბრალდებულმა მისი აცილება მოითხოვა და ღნიშნა, რომ ის საკუთარ თავს თვითონ დაიცავს.
“ჩვენება უნდა მიეცა ბექა შენგელიას, რაზეც შეთანხმებულები ვიყავით, დღეს ის საკმაოდ არაადეკვატური იყო, მან ილაპარაკა ღმერთზე, ასევე იმაზე, რომ ადვოკატი არ სჭირდება და რომ შემდეგ პროცესზე ღმერთს მოიყვანს, რომელიც მას დაიცავს. მე მადლობა გადამიხადა, რაც ვიშრომე და მითხრა, რომ მისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, თურმე პლანეტებმა უკარნახეს, რომ ადვოკატი არ სჭირდება.
მან თქვა, რომ თან მოკლა, თან არ მოკლა, ასევე განაცხადა, რომ თან ეთანხმება პირველ ჩვენებას, თან არ ეთანხმება”, – განაცხადა ლალი ბიწაშვილმა.
“მე ადვოკატი არ მჭირდება, მე შემდეგ პროცესზე ღმერთს მოვიყვან, რომელიც დამიცავს”
23.05.2017 19:04:51
ნანახია: 1324 ჯერ
