მიხეილ ყაველაშვილმა ფიბა ევროპის პრეზიდენტს უმასპინძლა.
”პრეზიდენტის სასახლეში ფიბა ევროპის პრეზიდენტს, ხორხე გარბახოსას შევხვდი.
შეხვედრაზე საუბარი კალათბურთში 16-წლამდელთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს შეეხო, რომელიც თბილისში ტარდება.
ფიბა ევროპის პრეზიდენტს საქართველოსთვის ნდობის გამოცხადებისა და პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობის უფლების მინიჭებისთვის მადლობა გადავუხადე. ასევე, ხაზი გავუსვი ქართული კალათბურთის განვითარების ხელშეწყობისთვის ფიბას მნიშვნელოვან მხარდაჭერასა და ძალისხმევას. მჯერა, ფიბასთან მჭიდრო თანამშრომლობა, ქართული კალათბურთის მომავალი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია”-წერს პრეზიდენტი.
პრეზიდენტის სასახლეში ფიბა ევროპის პრეზიდენტს, ხორხე გარბახოსას შევხვდი.
შეხვედრაზე საუბარი კალათბურთში 16-წლამდელთა…
Posted by Mikheil Kavelashvili / მიხეილ ყაველაშვილი on Saturday, August 16, 2025