შპს „NAITIVE APPS“ უკრაინის აზარტულ ბიზნესში 2022 წლიდან, Super Gra-ს ბრენდის ქვეშ ოპერირებს. კომპანიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ჩუბინიშვილია, თუმცა ამჟამად ბენეფიციარ მესაკუთრედ დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორი, ბექა პაატაშვილია მითითებული.
ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამავე კომპანიის ხელმძღვანელი და მეწილე იყო ნატალია ივანოვნა პანჩენკოც. იგივე პიროვნება 2019 წელს მართავდა შპს PROJECT PARTNERS-ს, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე დავით კეზერაშვილია. 2025 წლის მხოლოდ პირველი ორი კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანიის შემოსავალი 2 483 819 800 უკრაინული გრივნაა, წმინდა მოგება – 127 637 300გრივნა. 2024 წელს შემოსავალი 4 685 749 900 გრივნა, 2023 წელს კი 604 794 200 გრივნა იყო.