64 მერი, 64 საკრებულო, თბილისში პირველი ტური და მინიმუმ 50-დან 38 საკრებულოს წევრი – ეს არის ჩვენი მკაფიო ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბახმაროში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციას შეუძლია შექმნას ფრაქციები საკრებულოებში.
„ვფიქრობ, არაერთ მუნიციპალიტეტში ოპოზიციას შეუძლია, შექმნას ფრაქციები საკრებულოებში. ეს არის მათი შანსი. დანარჩენი რაც შეეხება ჩვენს ამოცანას – 64 64-ზე – 64 მერი, 64 საკრებულო, თბილისში პირველი ტური და მინიმუმ 50-დან 38 საკრებულოს წევრი. ეს არის ჩვენი მკაფიო ამოცანა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიმართულებით 100%-ით შევასრულებთ ამ ამოცანას“, – განაცხადა პრემიერმა.
კომენტარები