“საპატრიარქო ვერავის დაუდგება ადვოკატად, თუ რაიმე არასწორ სამეწარმეო საქმიანობას აქვს ადგილი სასულიერო პირების მხრიდან, გამოძიებული უნდა იყოს,”– ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა დაკავებული დეკანოზის მამალაძის ადვოკატების საპასუხოდ განაცხადა. მიქაელ ბოტკოველის თქმით, საპატრიარქო საკითხზე კონკრეტულ ინფორმაციას დაელოდება. მამალაძის საქმის გამოძიებაზე კი ის კომენტარს არ აკეთებს.
”არანაირი სურვილი მაქვს მამალაძის ქონებასთან დაკავშირებით ვისაუბრო. მე ვფიქრობ, ჩვენ ხელი არ უნდა შევუშალოთ გამოძიებას. გამოძიება ძალიან ზედმიწევნით მიყვება ამ საქმეს და ყოველდღიურად იღებს ინფორმაციებს. საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას ვერ მოგახსენებთ. აქ წმინდა წყლის საგამოძიებო საქმიანობა მიმდინარეობს. ჩვენ გამოძიებაში ვერ ჩავერევით და ვერ მივიღებთ მონაწილეობას. ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
