ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები სამძიმრის წერილს ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო.
ბატონი ლევანი საქართველოს უახლეს ისტორიაში უდავოდ იყო ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას ერთიანობის, შეუპოვარი ბრძოლისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს უჩვენა.
ჩვენს ოჯახს ბატონ ლევანთან დიდი ხნის მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა აკავშირებს. სამძიმარს ვუცხადებთ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო.ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.
კომენტარები