ვახტანგ ღამბაშიძე საკუთარი ქალაქისა და თანამოქალაქეების სიყვარულით უკვე წლებია სხვადასხვა პოზიციაზე ჩართულია მუნიციპალიტეტის განვითარებაში.
ზესტაფონის საკრებულოს ორი მოწვევის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მუნიციპალიტეტის განვითარებასა და კეთილდღეობაში.
მისთვის, როგორც ქალაქის მომავალი მერისთვის, პრიორიტეტია რომ ზესტაფონს ჰყავდეს ნაკლები სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ბენეფიციარი.
„მერიაში ფუნცქიონირებს სპეციალური ფონდი, რომელიც 2015 წელს ჯერ კიდევ გამგებლის მოადგილის პოზიციაზე მუშაობის დროს შევქმენი. აღნიშნული ფონდი მიზნად ისახავს უსახლკარო ბენეფიციარების საცხოვრებლებით უზრუნველყოფას. ამ მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას.”, – აცხადებს ვახტანგ ღამბაშიძე.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ზესტაფონს სრულიად შეეცვალა იერსახე — განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზესტაფონის ორ დიდ სკოლას, მათგან ერთ-ერთში წელს 1500 მოსწავლე ირიცხება. სრულიად ახალი სკოლა შენდება სოფელ როდინაულში. სკოლების პარალელურად, აშენდა 50 აღსაზრდელზე გათვლილი 4 ახალი საბავშვო ბაღი.
განათლების ხელშეწყობის პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების აღდგენითი სამუშაოები. დღესდღეობით ცენტრალური გზების 95% დასრულებულია, შესაბამისად ამ ეტაპზე აქცენტი საუბნო გზების რეაბილიტაციაზე კეთდება.
დღეის მონაცემებით, ზესტაფონში მიმდინარეობს უდიდესი მასშტაბის მქონე, 26,000,000 ლარის ღირებულების მქონე წყალმომარაგების პროექტი, რომელიც ქალაქის მოსახლეობას 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.
არაერთი წარმატებულად შესრულებული პროექტის მიუხედავად, მომავალ მერს მიაჩნია, რომ წინ კვლავ ბევრი გამოწვევაა, რომელთა საპასუხოდ აუცილებელია არსებული შესაძლებლობებისა და რესურსების ეფექტური გამოყენება, რათა ზესტაფონის თითოეული მოქალაქის ცხოვრება გახდეს უკეთესი.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთობლივი ძალისხმევით, თითოეული მოქალაქის ჩართულობით, ზესტაფონი გახდება უფრო ძლიერი, წარმატებული, განვითარებული და უკეთესი მომავლის მქონე მუნიციპალიტეტი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნება“ დემოკრატიუო საქართველოს გამოცხადებული ნდობისთვის!”, – აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.