როდესაც სასამართლოზე ყოველგვარი ფაქტების გარეშე ჭორაობენ და სანქციებით ემუქრებიან ჩვენს მოსამართლეებს, ეს არის მათი მხრიდან ჩაფიქრებული, რადგან მეტი ქაოსი შემოიტანონ ჩვენს საზოგადოებაში, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას.
„რაც ყველაზე რეზონანსული საქმეები იყო და რაზეც ცდილობდნენ, რომ პოლიტიკური იარლიყი მიეწებებინათ, ყველა ეს საქმე წაღებულია სტრასბურგის სასამართლოში და სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება მაღალი სტანდარტით მოქმედებდა“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ევროკომისიამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლოს სისტემის ეფექტიანობის ინდექსი გამოაქვეყნა.
კომენტარები