შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის ავტოსაგზაო შემთხვევევის საქმეზე შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ორი ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
შსს-ს ცნობით, ორივე თანამშრომელი გამოძიების დასრულებამდე კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, 17 მაისს გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ირაკლი ხახუბიას შვილი, ბექა ხახუბია ემსხვერპლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიცია ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბექა ხახუბიას მანქანის გაჩერებას ცდილობდა.
კომენტარები
