გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, მასიური რუსული იერიშის შემდეგ, „აშკარაა“, რომ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა არ შედგება.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. მათ შორის ოთხი ბავშვია, რომელთაგან ერთ-ერთი ორი წლისაა.
დაშავებულია 52 ადამიანი. მაშველები ინტენსიურად აგრძელებენ სამაშველო სამუშაოებს, რათა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები იპოვონ და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანონ.
რუსეთის იერიშის შედეგად დედაქალაქში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, საბავშვო ბაღები და სხვადასხვა დაწესებულების ოფისები, მათ შორის ევროკავშირის დელეგაციის შენობა.
კომენტარები