თამაშის ბოლოს იყო მომენტები, რომ თითქოს წამოგვეწივნენ, მაგრამ ჩვენმა გულშემატკივრებმა და მათმა მხარდამჭერებმა არ მოგვცა იმის საშუალება, რომ მოვდუნებულიყავით, – განაცხადა საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ „ევრობასკეტის ჯგუფური“ ეტაპის პირველ ტურში ესპანეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ.
„მთელი გუნდის სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც მოახერხა და აქ ჩამოვიდა, ვინც ტელევიზორიდან გვიყურებდა და ვისაც ჩვენი ბოლომდე სჯეროდა“, – აღნიშნა თორნიკე შენგელიამ.
კომენტარები