ამ კვირის დასაწყისში, ესტონეთმა აშშ-ს საკუთარი მოქალაქე, ანდრეი შევლიაკოვი გადასცა, რომელსაც რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისა და სამთავრობო უწყებების სტარტეგიულად მნიშვნელოვანი საქონლით უკანონო მომარაგებაში ედება ბრალი.
შევლიაკოვმა მოახდინა სტრატეგიული დანიშნულების საქონლის აშშ-დან რუსეთში ტრანსპორტირება, მიწოდების რთული ჯაჭვებისა და ფიქტიური კომპანიების გამოყენებით გზით. მას სულ 17 დანაშაულის ჩადენაში ედავებიან.
2012 წელს, შევლიკოვი და მასთან დაკავშირებული კომპანიები, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ინტერესების შელახვის გამო, აშშ-ის სანქციების სიაში შეიყვანეს. შედეგად, მას ლიცენზიის გარეშე ამერიკული საქონლის ექსპორტირება აეკრძალა.
შევლიაკოვი 2023 წლის მარტში, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა (FBI) და ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს. 2024 წლის მაისიდან ის ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. 27 აგვისტოს ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა (PPA) კანონდამრღვევი ამერიკულ მხარეს გადასცა.
შევლიაკოვის სასამართლო პროცესი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგრძელდება.
https://news.err.ee/1609783887/estonia-extradites-citizen-to-us-on-russia-strategic-supply-charges