24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური მიმართულებით, რომ მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მუნიციპალიტეტის საქმიანობა და ასე გაგრძელდება მომავალშიც, – განაცხადა ისნის რაიონში „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით ხაბეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„მადლობა მინდა ვუთხრა კახი კალაძეს გამოცხადებული ნდობისთვის. მე ვარ მაჟორიტარი იქ, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ასევე, მინდა წარმატებები ვუსურვო ჩემს კოლეგებს. დარწმუნებული ვარ 4 ოქტომბერს ჩვენს სრულ გამარჯვებაში“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ისნის რაიონში უკვე განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზეც.
„ჩვენი მმართველობის პერიოდში ძალიან ბევრი პრობლემა გადავჭერით. დედაქალაქი საკმაოდ მზარდია და ისნის რაიონიც მათ შორის საკმაოდ მზარდია. ბევრი პრობლემა უკვე მოგვარებულია, მაგრამ დროდადრო ახალ-ახალი პრობლემა ჩნდება და 24 საათიან რეჟიმში მუშაობა სჭირდება მათ გადაჭრას.
გამოსაყოფი რა თქმა უნდა არის სატრანსპორტო პოლიტიკის ცვლილება და ახალი ტრანსპორტის სისტემის აწყობა. დახაზულია ბასლაინები და კიდევ და კიდევ იზრდება ამ ტრანსპორტის ავტოპარკი. ასევე, მთავარ გამოწვევად რჩება ავარიული სახლები, რომლის საპასუხოდაც შემოიტანა ინიციატივა ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებით. ასე რომ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური მიმართულებით, რომ მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მუნიციპალიტეტის საქმიანობა და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.