ბატონი ზელენსკი და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები პირდაპირ ეთერში მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვას. აქციებზე იყო ხოლმე დიდი ეკრანები დამონტაჟებული, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
„ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუ, სადაც იგი ანალოგიურ ქმედებაში ადანაშაულებს ზელენსკის“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ომში ჩართვის მცდელობა უკრაინისგან – პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლების განცხადებები დაადასტურა. ანჯეი დუდამ პოლონურ მედიასთან ზუსტად ასე აღწერა 2022 წელს ზელენსკის ადმინისტრაციის პოლიტიკა. ფრაზა- ომში ჩათრევის შესახებ, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ საქილიკო გახადა-კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რეალური საფრთხე იყო და ამ დრომდე გამოწვევად რჩება.