„ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ის პროცესები, რომელიც ვითარდებოდა გასული წლის მიწურულს, როდესაც შესაბამის ექსტრემისტულ ძალებს ჰქონდათ მიზნად დასახული ის, რომ ჩამოეშალათ სახელმწიფო,“ – ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
„ასევე ჩვენ საზოგადოებას კარგად ემახსოვრება იმ ჩართულობის იმ კონტრიბუციის შესახებ, რომელიც მომდინარეობდა ამ ე.წ, მდიდარი ენჯეოების მხრიდან. მე არ ვიცი რა სერიოზული არგუმენტი შეიძლება არსებობდეს ამ შემთხვევაში მათ ხელში, რომლითაც გამართლდება ის, რომ ისინი პირდაპირ ფაქტობრივად მოგვევლინნენ ერთგვარ სპონსორებად ამ ძალადობრივი პროტესტისა“, – განაცხადა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის ფაქტებზე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილი თუ მოქმედი ხელმძღვანელების გამოკითხვები გრძელდება.