წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ვალერიან პაპუაშვილი იფნის, ზვარეთის კვერნაულისა და ედისის მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობასთან ისაუბრეს დასრულებულ, მიმდინარე და განსახორცილებელ პროექტებზე. შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს.
ვალერიან პაპუაშვილმა ადგილობრივებს ის სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო, რის განხორციელებასაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კახა კალაძის გუნდი გეგმავს.
მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს.
კომენტარები