„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერებმა – მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.
ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე საკუთარ ოფისში 23 ივნისს დააკავეს. ორივე მათგანს სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა. მათ წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. მათ ამ საქმეზე 50 000-50 000 ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული, რომელიც რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, გადაიხადეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარტია – „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.
კომენტარები