შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ, პირველ მოადგილე როლანდ მესხთან ერთად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.
გელა გელაძემ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოს ხელმძღვანელებისგან, დედაქალაქში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით გატარებულ ღონისძიებებსა და მიმდინარე რეფორმებზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.
კომენტარები