გერმანია საერთაშორისო თვალსაზრისით ძალიან ცუდად მოქმედებს, ბევრ ქვეყანასთან ურთიერთობები გავიფუჭეთ, ვერევით სხვის საქმეში, როდესაც თან არ გვაქვს ხელთ შესაბამისი საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტები, – განუცხადა გადაცემას „იმედის კვირა“ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დოქტორმა მარტინ ვინცენმა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი სხვადასხვა მიმართულებით და სხვათა საქმეში ერევა.
„ჩვენთვის ეს დაუშვებელია და მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს საერთო ევროპული პოლიტიკა შიდა პოლიტიკისგან. აუცილებელია სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის პატივისცემა, სხვათა შიდა პოლიტიკაში ჩაურევლობა. დაუშვებელია სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა ისე, როგორც ეს არცთუ ისე შორეულ წარსულში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის გამოყენებით ხდებოდა.
საქართველო უდიდესი ტრადიციების, უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, სხვა თუ არაფერი თქვენ კაცობრიობას ღვინო და ბევრი სხვა შესანიშნავი რამ აჩუქეთ, ჩვენთვის სასურველია თქვენთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ჩვენთვის საქართველოს შიდა საქმეებში ევროკავშირის სახელით ჩარევა მიუღებელია, ჩვენ ევროკავშირს უპირველეს ყოვლისა, როგორც სამშობლოთა კავშირს, ისე ვუყურებთ. საქართველო უნდა იმართებოდეს საქართველოდან და ქართული პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს ქართველი პოლიტიკოსების მიერ და არა ევროკავშირის მიერ, რომელიც საქართველოსთან ერთად, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებშიც უხეშად ერევა“, – განაცხადა მარტინ ვინცენმა.