რა გეგმა ჩაუშალა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინულ სპეცსამსახურებს – დაკავებულია ორი უკრაინელი, ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“, რომელიც თბილისში, ავლაბარში უნდა დასაწყობებულიყო.
მთავარი კითხვაა, სად იგეგმებოდა ტერაქტების სერია – საქართველოში თუ რუსეთში.
თემასთან დაკავშირებით მედიაში გამოჩნდა მიზანმიმართულად დამახინჯებული ჰედლაინები, რომლებიც ტოვებდნენ განცდას, რომ ქართულ და უკრაინულ სპეცსამსახურებს შორის, ისინი არჩევანს უკრაინულ სპეცსამსახურებზე აკეთებენ.
გავრცელდა ამგვარი ინტერპრეტაციაც, რომ „სუსი საქართველოში ასაფეთქებლის შემოტანაში უკრაინას ადანაშაულებს“.
რეალურად კი სუს-ი აცხადებს: „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის, „ეს ბე უს“ თანამშრომლებმა, რაც ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა“.
გამანადგურებელი ტვირთი უკრაინიდან – არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს, ასევე რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობას შორის.
„ჰექსოგენის“ საქმის კონტექსტში უკვე გაიჟღერა ნაცმოძრაობის ხელისუფლების წარმომადგენლების სახელებმა და გვარებმა – ბაჩო ახალია, გია ლორთქიფანიძე.