ძალიან გამიხარდა, რომ მომიწვიეთ ახალი პროგრამის წამყვანად, სადაც მომიწევს გეოპოლიტიკაზე საუბარი. ის მოვლენები, რაც საქართველოში ხდება, ცალმხრივად არის გაშუქებული და მინდა, რომ ობიექტურად გავაშუქო ეს მოვლენები თქვენს ქვეყანაში, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა დიპლომატმა, ბრიტანელმა ექსპერტმა იან პრაუდმა ახალი გადაცემის შესახებ, რომელსაც ტელეკომპანია „იმედი“ მაყურებელს ახლო მომავალში შესთავაზებს.
„ჩვენ ვისაუბრებთ გლობალურ მოვლენებზე, იმაზე, რაც ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ კონკრეტულად ვისაუბრებთ საქართველოს როლზე სწრაფად ცვალებად გლობალურ ლანდშაფტში, სადაც ზეწოლა მოდის სხვადასხვა მხრიდან – ევროპის, რუსეთის მხრიდან, ასევე ჩინეთთან მზარდი ურთიერთობებზე.
მე მინდა ვესაუბრო ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განსხვავებული მოსაზრებები. მინდა ვესაუბრო კოლეგებს, მსოფლიო დონის პროფესორებს, ბატონ ჯონ მერშაიმერს, რომელსაც აქვს რეალისტური მსოფლიო ხედვა, რომელიც არ არის ცნობილი ბევრი ადამიანისთვის და მისი მოსაზრებები საკმაოდ საინტერესო იქნება.
ასევე, მინდა ვესაუბრო იმ ადამიანებს, რომლებიც არ მეთანხმებიან, რადგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა დღეს არის ის, რომ გვაქვს ცალმხრივი დებატები. მინდა, მქონდეს ადამიანებთან ძალიან ინტენსიური საუბრები, რომლებიც შეეხება მოვლენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ასევე კონკრეტულად საქართველოს“, – აღნიშნა იან პრაუდმა.